აშშ თურქეთ-სირიის საზღვარზე ახალ სამეთვალყურეო საგუშაგოებს განალაგებს

აშშ თურქეთ-სირიის საზღვარზე ახალ სამეთვალყურეო საგუშაგოებს განალაგებს

1092618
აშშ თურქეთ-სირიის საზღვარზე ახალ სამეთვალყურეო საგუშაგოებს განალაგებს

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ თურქეთის მიმართ მოსალოდნელი ნებისმიერი საფრთხის აღსაკვეთად, თურქეთ-სირიის საზღვარზე სამეთვალყურეო საგუშაგოებს განალაგებენ. მატისმა ამის შესახებ პენტაგონის ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა. მისივე თქმით, ბაშარ ასადმა რუსეთის და ირანის მხარდაჭერით ქვეყანაში მასიური მკვლელობები განახორციელა. „თურქეთი, რომელსაც ესაზღვრება  სირია,  არსებობს უამრავი მიზეზი, რომ იყოს შეშფოთებული, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა. ჩვენ მათ ამ შეშფოთებას ვითვალისწინებთ კიდეც. ამიტომ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში საზღვრის გასწვრივ ტერიტორიებზე რამდენიმე სამეთვალყურეო საგუშაგოებს განვალაგებთ. ვინაიდან, იქ სადაც ჩვენ ვპატრულირებთ, იმ ტერიტორიებიდან მოსალოდნელი ნებისმიერი საფრთხის შესახებ თურქეთი წინასწარ გავაფრთხილოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. საკითხში ჩართულია როგორც შეიარაღებული ძალები ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო,“ განაცხადა ჯეიმს მატისმა. აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა  ისიც აღნიშნა, რომ აღნიშნული სამეთვალყურეო საგუშაგოებიდან კონტროლის დამყარება დღე-ღამის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.



მსგავსი ინფორმაციები