ანკარაში თურქეთ-ევროკავშირის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეხვედრა გაიმართა

ანკარაში თურქეთ-ევროკავშირის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეხვედრა გაიმართა

1093146
ანკარაში თურქეთ-ევროკავშირის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან თურქეთი, ტერორიზმის საკითხში უფრო მეტ მხარდაჭერას ელოდება. ჩავუშოღლუმ ამის შესახებ ანკარაში გამართულ,  თურქეთ-ევროკავშირის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. შეხვედრას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებოდნენ. „მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეხვედრას ორი მთავარი მისია გააჩნია. პირველი, ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის მრავალმხრივ განხილვა, მეორე კი რეგიონალური, უსაფრთხოების და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსი. ჩვენი მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ. ამისათვის კი მოპასუხე მხარემ ჩვენს წინაშე პოლიტიკური ბარიერები უნდა მოხსნას. ამ თვალსაზრისით, გაკეთებული განცხადებები საკმარისი არ არის არამედ, რეალური ქმედებებია  საჭირო. ეს როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ასევე ევროკავშირისთვისაც სასარგებლო იქნება. ჩვენ ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მოვითხოვთ,  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ,“ განაცხადა თურქმა დიპლომატმა. პრესკონფერენციის დროს სიტყვით გამოსულმა  ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი, თურქეთის მასთან დაახლოების და გატარებული რეფორმების გამო კმაყოფილია.



მსგავსი ინფორმაციები