თურქეთი კიდევ ერთხელ მოითხოვს გაეროს რეფორმებს

თურქეთი კიდევ ერთხელ მოითხოვს გაეროს რეფორმებს

1092411
თურქეთი კიდევ ერთხელ მოითხოვს გაეროს რეფორმებს

თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ფერიდუნ სინირლიოღლუმ გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გააჟღერა პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაეროს მიმართ დამოკიდებულება და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის უფრო ეფექტური მუშაობებისათვის რეფორმებია საჭირო. მისი თქმით, რეფორმების აუცილებლობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მისი მუდმივი წარმომადგენლების ვეტოს უფლება გახლავთ. „დღეისათვის მსოფლიოში ყოველდღიურ ცვლილებებს განვიცდით, ამიტომ საჭიროა, გაეროს უშიშროების საბჭოშიც მოხდეს ცვლილებები და ამისათვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ,“ აღნიშნა სინირლიოღლუმ. თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდა, რომ რეფორმების პროცესისათვის პოლიტიკური ნება და მოქნილობა გამოიჩინონ. გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი 10 დროებითი მთლიანობაში კი 15 წევრი ჰყავს. მუდმივი წევრები  აშშ, ინგლისი, რუსეთი, ჩინეთი და საფრანგეთი გახლავთ. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მუდმივი წევრის თანხმობაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აღსრულება შეუძლებელია.



მსგავსი ინფორმაციები