მევლუთ ჩავუშოღლი ამერიკაში იმყოფება

ჩავუშოღლუ გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსის მე-8 გლობალურ ფორუმზე დასასწრებად ნიუ-იორკში იმყოფება

1089999
მევლუთ ჩავუშოღლი ამერიკაში იმყოფება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლიუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობებს 20 ნოემბერს ვაშინგტონში თავის ამერიკელ კოლეგა, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის დროს დეტალურად განიხილავს. ჩავუშოღლუ,  გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსის მე-8 გლობალურ ფორუმზე დასასწრებად ნიუ-იორკში იმყოფება. მან,  ნიუ-იორკში თურქეთის საკონსულოში შეკრებით თურქებთან შეხვედრა გამართა რა, თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობები შეაფასა.  „ჩვენი ურთიერთობების დაძაბვის გამომწვევი ორი საკითხი არსებობს. ამათგან პირველი  აშშ-ს მხრიდან სირიაში ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მიმართ გაწეული დახმარებაა რა, მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მხოლოდ ამ რეგიონს არ მოიცავს არამედ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთი რეგიონების  YPG/PKK-ს ოკუპაციისგან გათავისუფლებასაც მოიცავს. მეორე საკითხი კი ის გახლავთ, რომ 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს მიმართ დამოკიდებულება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა ჯერ კიდევ არ დაკმაყოფილებულა. ამ ორივე საკითხში ჩვენ 100%-ით მართლები ვართ. ბოლო დროს აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო FBI-მ, აშშ-ში FETÖ-ს საქმიანობის შესახებ გამოძიება დაიწყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები მალე გამოაშკარავდება,“ განაცხადა თურქმა დიპლომატმა.  გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსის მე-8 გლობალურ ფორუმი 19-20 ნოემბერს გაიმართება. ჩავუშოღლუ ფორუმზე სიტყვით გამოვა და შემდეგ გაეროს გენერალურ მდივან,  ანტონიო გუტერესს პირისპირ შეხვდება.



მსგავსი ინფორმაციები