ერდოღან-ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

განიხილეს მრავალი აქტუალური საკითხი

1089604
ერდოღან-ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა და მისმა ამერიკელმა კოლეგამ, დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს.

საპრეზიდენტო წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერებმა შეხვედრაზე, გარდა ორმხრივი საკითხებისა, საუდიელი ჟურნალისტის, ჯამალ გაშოხის სტამბოლის საკონსულოში მკვლელობის, აშშ-ში მიმდინარე ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია, Feto-ს გამოძიების, სირიაში ანტიტერორისტული ბრძოლის, ეკონომიკური ურთიერთობების და სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს.

ამავე ცნობით, ერდოღანმა ტრამპს კალიფორნიის ტყეებში მძვინვარე ხანძრის შედეგად დაღუპულების გამო მიუსამძიმრა.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გაშოხის მკვლელობის ყველა ასპექტი დეტალურად გამოიკვლიონ და არავის მისცენ მისი დაფარვის მცდელობა, ხოლო ანტიტერორისტულ ბრძოლაში კი ორმა ქვეყანამ მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელონ.

ერდოღანმა და ტრამპმა კმაყოფილება გამოთქვეს სირიის მენბიჩის რეგიონში თურქი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი პატრულირების მიმართ და ამასთან დაადასტურეს თავიანთი კატეგორიულობა, ორ ქვეყანას შორის ყველა სფეროში თანამშრომლობის განვითარება-გაფართოების საკითხებში



მსგავსი ინფორმაციები