თურქეთი საუდის არაბეთის განცხადებას არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს

საქმე ეხება ჟურნალისტ ჯემალ ხაშოგის მკვლელობას

1088661
თურქეთი საუდის არაბეთის განცხადებას არადამაკმაყოფილებლად  მიიჩნევს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საუდის არაბეთის გენერალური პროკურატურის განცხადებას, ჟურნალისტ, ჯემალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და განაცხადა: „სანამ პროკურორი ამ განცხადებას გააკეთებდა, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ,  ადილ ალ-ჯუბეირიმ მე დამირეკა და მითხრა, რომ პროკურორს ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა. ანუ მე წინასწარი ვიცოდი, რომ მათ ამდაგვარი განცხადება უნდა გაეკეთებინათ. საუდის არაბეთის მხრიდან გაკეთებული ეს განცხადება საკითხთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი არ არის. ხაშოგის ცხედარი სად არის? ჯემალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში ბრალდებულები ყველა უნდა გამოვლინდეს. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ასე არ უნდა დასრულდეს. ჩვენ, ამ საქმეს თვალყურს მივადევნებთ,“ განაცხადა მევლუთ ჩამუშოღლიმ. საუდელი ჟურნალისტი ჯემალ ხაშოგი 2 ოქტომბერს ოფიციალური პროცედურებისთვის საუდის არაბეთის სტამბოლის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.  საუდის არაბეთის ხელისუფლებამ კი 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხაშოგი საკონსულოს შენობაში ჩხუბის დროს გარდაიცვალა.



მსგავსი ინფორმაციები