ბინალი ილდირიმი ბელორუსიაში გაემგზავრა

ეს არის მისი პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში

1086564
ბინალი ილდირიმი ბელორუსიაში გაემგზავრა

 

ბელორუსიაში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრების წინ, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარემ ბინალი ილდირიმმა ანკარის ესენბოღას სახელობის აეროპორტში პრეს კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ინტენსიურ ურთიერთთანამშრომლობას ამ ქვეყანასთან აგრძელებენ, რათა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობა უახლოეს ხანებში 1 მილიარდ დოლარამდე აიყვანონ.

ილდირიმის თავჯდომარებით მინსკში ჩასულ თურქეთის საპარლამენტო დელეგაციას პირისპირ შეხვედრებს მოუწყობენ ბელორუსიის პრემიერ-მინისტრი სერგეი რუმასი, პარლამენტის რესპუბლიკური საბჭოს თავჯდომარე მიხეილ მიასნიკოვიჩი, წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკა და პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რა, განხილვის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და აქტუალური რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები იქნება.

ამავე ვიზიტის ფარგლებში ილდირიმი და მისი თანმხლები დელეგაცია, თურქი მოიჯარეების მხრიდან მინსკში მშენებარე მეჩეთსაც დაათვალიერებენ



მსგავსი ინფორმაციები