მოგადიშოში მომხდარი აფეთქების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

თურქეთმა სომალიში განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო

1085195
მოგადიშოში მომხდარი აფეთქების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
dişişleri bankanı.jpg

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში განხორციელებული თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით 23 ადამიანი დაიღუპა. უსაფრთხოების სამსახურებიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოგადიშოში მთავრობის წარმომადგენლების მიერ ხშირ-ხშირად გამოყენებულ სასტუმროში ორი ავტომობილი აფეთქდა, რა დროსაც 9 ტერორისტული  დაჯგუფება ალ-შაბაბის წევრი, მთლიანობაში კი 23 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყეს. ტერ ორგანიზაცია,  აშ-შაბაბი კი თავის სამაუწყებლო ორგანოდან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ თავდასხმა თვითონ განახორციელეს.  მეორეს მხრივ, სომალიში მომხდარი თავდასხმა თურქეთმა უკვე დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მომხდართან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „სომალის დედაქალაქ, მოგადიშოში ბომბით დატვირთული ავტომობილებით განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. თავდასხმის შედეგად დაღუპულების ოჯახებს და სომალელ ხალხს  სამძიმარს ვუცხადებთ. მომხდარის შედეგად დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას   ვუსურვებთ.“



მსგავსი ინფორმაციები