ერდოღანმა პარიზში გამგზავრებამდე აეროპორტში დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა

ერდოღანი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დამთავრების 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გაემგზავრა

1085317
ერდოღანმა პარიზში გამგზავრებამდე აეროპორტში დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ხაშიგის მკვლელები საუდის არაბეთიდან სტამბოლში ჩამოსული დელეგაციის წევრები არიან რა, მკვლელის სხვაგან ძებნას აზრი არ აქვს. ერდოღანმა ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქ, პარიზში პირველი მსოფლიო ომის დამთავრების 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გამგზავრების წინ,  ანკარის ესენბოღას აეროპორტში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.   „ჩვენ, ჯემალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით  დეტალები გვაქვს. სტამბოლში ჩამოსული 15 კაციანი ჯგუფი გახლავთ და მათ ხაშიგის ცხედრის ადგილსამყოფელიც იციან. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები,  ამერიკის და ევროპის მთავრობის წარმომადგენლებს გავაცანით. ჩემის აზრით საუდის არაბეთიდან სტამბოლში ჩამოსული მთავარი პროკურორი თოკზე ფქვილის დაყრას ცდილობს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ხაშიგის მკვლელები სტამბოლში ჩამოსული 15 თუ 18 კაციანი დელეგაციის წევრები არიან. მკვლელის სხვაგან ძებნას აზრი არ აქვს,“ განაცხადა პრეზიდენტმა. მან,  თურქეთის მთავარი პროკურორის საუდის არაბეთში მიწვევის საკითხსაც შეეხო და დაამატა: „ჩვენი პროკურორის მაქ ჩამოსვლით რის გაკეთებას ცდილობთ? ფაქტი ხომ აქ მოხდა.“ თურქეთის პრეზიდენტმა პარიზში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტ,  დონალდ ტრამპთანაც უნდა გამართონ პირისპირ შეხვედრა.



მსგავსი ინფორმაციები