ისრაფილ ქიშლა და იბრაიმ ქალინი პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის პოსტზე დაინიშნენ

პრეზიდენტის პრესსპიკერი, დოქტორი იბრაიმ ქალინი და ისრაფილ ქიშლა პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის პოსტზე დაინიშნენ

1084944
ისრაფილ ქიშლა და იბრაიმ ქალინი პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის პოსტზე დაინიშნენ

პრეზიდენტის პრესსპიკერი, იბრაიმ ქალინი, პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის პოსტზე დაინიშნა.

პრეზიდენტის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროებში განხორციელებული საკადრო გადაწყვტილებები ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის პრესსპიკერი, დოქტორი იბრაიმ ქალინი და ისრაფილ ქიშლა პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის პოსტზე დაინიშნენ. იბრაიმ ქალინს „ელჩის“ წოდებაც მიენიჭა.

ამავდროულად მოხდა საბერძნეთის, სომალისა და მაროკოს ელჩების ცვლილება.

საბერძნეთში თურქეთის ელჩის, იაშარ ჰალით ჩევიქის ადგილზე ორმხირივი პოლიტიკურ საქმეთა და საზღვაო-ავიაციის-სასაზღვროს გენერალური დირექტორი, ბურაქ ოზუგერგინი დაინიშნა.

სომალში ოლგან ბექარის ადგილზე მეჰმედ ილმაზი, მაროკოში ეთემ ბარქან ოზის ადგილზე კი ლიბიის ელჩი აჰმედ აიდინ დოღანი დაინიშნა.



მსგავსი ინფორმაციები