ჩავუშოღლუ ლაოსს ესტუმრება
ეს იქნება თურქი დიპლომატის პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ უწყების ხელმძღვანელი მევლუტ ჩავუშოღლუ 7-8 ნოემბერს ლაოსის დემოკრატიულ სახალხო რესპუბლიკას ეწვევა და ეს იქნება მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ამ ქვეყანაში.
ამავე განცხადებით, ჩავუშოღლუ მოლაპარაკებებს გამართავს თავის კოლეგა სალომქსაი კომასიტისთან და ძირითადად განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება-გაფართოების საკითხებს, ხოლო ამის პარალელურად ურთიერთ აზრებს გაცვლიან აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებშიც.
“თურქ სტუმარს ოფიციალურ მიღებას მოუწყობს ასევე ლაოსის პრემიერ მინისტრი თონგლუნ სისულიტი“, იუწყება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახური
მსგავსი ინფორმაციები

რა შემთხვევაში დათანხმდება თურქეთი ახალი წევრების ნატოში გაწევრიანებას?
ერდოღანი: „ნატოს გაფართოება, ჩვენი მგრძნობიარობის პატივისცემისთვის მნიშვნელოვანია“

მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ-ში იმყოფება
ნიუ-იორკში მყოფი ჩავუშოღლუ „თურქულ სახლში“ თურქულ-ამერიკული საზოგადოების წევრებს შეხვდა