სტამბოლში თურქეთ-უკრაინას შორის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის მე-7 შეხვედრა გაიმართა
სტამბოლში თურქეთ-უკრაინას შორის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის მე-7 შეხვედრა გაიმართა
სტამბოლში, თურქეთ-უკრაინას შორის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-7 შეხვედრა პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის და თავისი უკრაინელი კოლეგის პეტრო პოროშენკოს მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრის დაწყების წინ ერდოღანმა და პოროშენკომ მაბეინის საპრეზიდენტო რეზიდენციაში პირისპირ შეხვედრა გამართეს. პრესისათვის დახურულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული. სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოზე კი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმებს მოეწერა ხელი. შემდეგ კი ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს რა დროსაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყირიმის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აღიარებენ ყირიმის უკანონო ანექსიას. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი თურქეთს ტერიტორიული მთლიანობის და ყირიმის საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პოროშენკომ პრესკონფერენციის დროს ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაუყონებლივ განსახორციელებლად შესაბამისი განკარგულება უკვე გასცა.
მსგავსი ინფორმაციები
ერდოღანი: ჩვენ გვაქვს სრული ნდობა და მხარდაჭერა საშუალოვადიანი პროგრამის მიმართ
ერდოღანი: ჩვენ გვაქვს სრული ნდობა და მხარდაჭერა საშუალოვადიანი პროგრამის მიმართ