რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს?

ერდოღანი და ტრამპი მოროგ პირისპირ შეხვედრას პარიზში გამართავენ

1081056
რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში თავის უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან ორი დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს თუ რა საკითხები განიხილეს იმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-აშშ-ს შორის სირიის ქალაქ მემბიჯთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრეს. ერდღანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით თურქეთის და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PYD/YPG-ს აღნიშნულ რეგიონიდან გაყვანის საკითხზე შეთანხმდნენ რა, ეს პროცესი გრძელდება. პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს ორ ქვეყანას შორის ფინანსურ  საკითხთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯებიც განიხილეს. ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს ისიც დასძინა, რომ სატელეფონო საუბრის დროს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების მიმართ დაწესებული სანქციების ერთ დროულად გაუქმების საკითხზეც ისაუბრეს. მეორეს მხრივ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი და აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი მორიგ პირისპირ შეხვედრას საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართავენ. „როგორც მოგეხსენებათ, პარიზში საერთაშორისო შეხვედრა უნდა გაიმართოს. ამ შეხვედრის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტ ბატონ,  ტრამპთან და ასევე რუსეთის პრეზიდენტ ბატონ,  ვლადიმერ პუტინთან გავმართავ პირისპირ შეხვედრას. ასევე შეხვედრები მექნება სხვა სახელმწიფოების მეთაურებთანაც,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები