თურქული არმია ევფრატის აღმოსავლეთშიც დაიწყებს ოპერაციებს

“სამხედრო მზადება უკვე დასასრულს უახლოვდება“

1078324
თურქული არმია ევფრატის აღმოსავლეთშიც დაიწყებს ოპერაციებს

 

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ სირიაში, ევფრატის დასავლეთ მხარეზე მდებარე მენბიჩის შემდეგ, რომელიც ქურთმა სეპარატისტებმა დაიპყრეს სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შედეგად გამოწვეული ქაოსის ფარგლებში, ევფრატის აღმოსავლეთ მხარესაც მიხედავენ.

აქარი მენბიჩში ამერიკელ სამხედროებთან განხორციელებულ ერთობლივ საპატრულო საქმიანობებსაც შეეხო და თქვა, რომ თურქი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია და დღეს თუ ხვალ დაიწყებენ ერთობლივ პატრულირებას".

ამ საკითხს დღეს პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანიც შეეხო თავისი პარტიელი პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას და თქვა, რომ სირიაში, ევფრატის აღმოსავლეთით ჩასატარებელი ოპერაციისათვის მზადება დასასრულს მიუახლოვდა და ყოველ წუთს მოსალოდნელია ხსენებულ რეგიონში განთავსებულ ქურთ სეპარატისტებზე მოულოდნელი თავდასხმების განხორციელება



მსგავსი ინფორმაციები