თურქეთის რესპუბლიკა 95 წლისაა

ერდოღანმა და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებმა ათათურქის მავზოლეუმი „ანითკაბირი“ მოინახულეს

1077510
თურქეთის რესპუბლიკა 95 წლისაა
anitkabir.jpg
cumhuriyet.jpg
erdogan tebrikleri kabul etti.jpg

თურქეთი ყოველი წლის 29 ოქტომბერს რესპუბლიკის დაარსების წლისთავს აღნიშნავს. მიმდინარე წელს კი თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 95-ე წლისთავი აღინიშნება. თურქეთის რესპუბლიკის დაარსების წლისთავი როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში და საზღვარგარეთის წარმომადგენლობებშიც დიდი ზეიმით აღინიშნება. 1923 წლის 29 ოქტომბერს თურქეთმა მსოფლიოს აცნო რესპუბლიკის დაარსება.  თურქეთში რესპუბლიკის დაარსების წლისთავის ოფიციალური ღონისძიებები   პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის  და  სხვა მთავრობის  მაღალჩინოსნების მონაწილეობით,  ათათურქის მავზოლეუმი „ანითკაბირი“-ს  მონახულებით დაიწყო. ერდოღანმა ანითქაბირის სამახსოვრო წიგნაკში ჩანაწერი გააკეთა, რომელშიც იგი წერს: „პატივცემულო ათათურქ, რესპუბლიკის დაარსების 95-ე წლისთავს დიდი ზეიმით აღვნიშნავთ. თქვენ და თქვენთან ერთად მებრძოლ ყველა ჯარისკაცს დიდი პატივისცემით მოვიხსენიებთ. ღმერთმა აცხონოს თქვენი სული. რესპუბლიკის დაარსების წლისთავს  ასევე დღეს სტამბოლში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ და დიდ აეროპორტის გახსნითაც აღვნიშნავთ.  მიუხედავად ეკონომიკური თავდასხმებისა, ასეთი დონის აეროპორტის გახსნა კიდევ ერთხელ ნათელჰყოფს თურქეთის სიძლიერეს.“ ერდოღანმა შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში მთავარსარდლის სტატუსით მილოცვები მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები