ერდოღანს მისალოცი მესიჯები მოუვიდა

პირველი მისალოცები საუდის არაბეთიდან და ბაჰრეინიდან მიიღო

1077234
ერდოღანს მისალოცი მესიჯები მოუვიდა

 

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზმა და მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა, თურქეთის რესპუბლიკის შექმნის 95-ე წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯები გამოუგზავნეს პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანს.

საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SPA-ს ცნობით, მეფე სალმანი და მემკვიდრე პრინცი, მისალოც მესიჯში ერდოღანს და თურქ ხალხს გულითად ულოცავენ 29 ოქტომბერს და მშვიდობას და ბედნიერებას უსურვებენ მათ.

ერდოღანს და თურქ ხალხს მსგავსი მისალოცი მესიჯები გამოუგზავნეს ასევე ბაჰრეინის მეფემ, ჰამედ ბინ ისა ალ ხალიფამ და პრემიერ-მინისტრმა ხალიფა ბინ სელმან ალ-ხალიფამ, რომელშიც მძლავ განვითარებას და აყვავებას უსურვებენ თურქეთის რესპუბლიკას



მსგავსი ინფორმაციები