პოროშენკო თურქეთში ჩამოდის

პეტრო პოროშენკო 3 ნოემბერს თურქეთში ჩამოდის

1076800
პოროშენკო თურქეთში ჩამოდის

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 3 ნოემბერს თურქეთში ჩამოდის. დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციების თანახმად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩამოსული პოროშენკო პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად,  თურქეთ-უკრაინას შორის გასამართ უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-7 შეხვედრას დაესწრება. საკითხთან დაკავშირებული მინისტრების თანდასწრებით გასამართ შეხვედრაზე პოლიტიკური, ეკონომიკური, თავდაცვის, კულტურული, თავისუფალი ვაჭრობის, უსაფრთხოების და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და  სხვა მრავალი საკითხიც იქნება განხილული. ერდოღანი და პოროშენკო შეხვედრაზე ასევე ყირიმელი თათრების საკითხსაც განიხილავენ. პოროშენკომ და ერდოღანმა ბოლოს პირისპირი შეხვედრა, გაეროს უშიშროების საბჭოს 73-ე გენერალურ ასამბლეაზე  ნიუ იორკში ყოფნისას გამართეს.



მსგავსი ინფორმაციები