ოთხთა სამიტი სტამბოლში დაიწყო

ოთხთა სამიტი სტამბოლში დაიწყო

1076810
ოთხთა სამიტი სტამბოლში დაიწყო
putin.jpg
suriye konulu dörtlü zirve 1.jpg
macron erdoğan.jpg
merkel.jpg

თურქეთის მასპინძლობით სირიის საკითხზე მორიგი სამიტი სტამბოლში დაიწყო. ვაჰდეთთინის კოშკში მიმდინარე სამიტს თურქეთის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები ესწრებიან. სამიტის ფარგლებში, სტამბოლში ჩამოსულ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს, გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს მასპინძელი, ჯეჯეფ თაიფ ერდოღანი უკვე შეხვდა. სამიტს თურქეთიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, სახაზინო და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი, რუსეთიდან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გერმანიიდან და საფრანგეთიდან კი სპეციალური მრჩევლები და წარმომადგენლები ესწრებიან.   სამიტის მთავარი თემაა თურქეთის ძალისხმევით მიმდინარე წლის 17 სექტემბერს  სოჭში იდლიბის პროვინციის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვითარება და ზოგადად სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების საკითხი.  მეორეს მხრივ სტამბოლში მიმდინარე ოთხთა სამიტს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში სტეფან დე მისტურა და ჟენევის და ასტანის პლატფორმაში ჩამოყალიბებული „პატარა ჯგუფის“ წარმომადგენლებიც ესწრებიან. სამიტის რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის  ჩათვლით მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებები აშუქებენ.



მსგავსი ინფორმაციები