ერდოღანმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი შეაფასა

ერდოღანმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი შეაფასა

1076673
ერდოღანმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს ხელმეორედ განიხილავენ და საფრთხეს სათავიდან გაანადგურებენ. მან ამის შესახებ ჟანდარმერიისა და სანაპირო დაცვის აკადემიის მეორე ვაკანტური ოფიცრის დამთავრების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ტერორისტების მიერ, მემბიჯის ირგვლივ წარმოებული ორმოების გათხრაზეც ისაუბრა და დაამატა: „ამჟამად ტერორისტები მემბიჯის ირგვლივ გათხრებს აწარმოებენ. მათ ავიწყდებათ, რომ გათხრილი ორმოები  მათ სასაფლაოებად უნდა გადაიქცეს.  როგორც აფრინი გავათავისუფლეთ ტერორისტებისგან, მემბიჯს, აინელ არაბს,  თელ აბიადს და მთლიანად სირიის ჩრდილოეთ ნაწილსაც გავათავისუფლებთ ტერორისტებისგან. ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის და მოსახლეობის უსაფრთხოების ნებისმიერ საშიშროებას აუცილებლად აღვკვეთთ.  ჩვენ მიერ ამ თვალსაზრისით გადადგმულმა ნაბიჯებმა აჩვენა, რომ ტერორისტების მიერ გადასადგმელი ბოროტული ნაბიჯები და მათში გაწევრიანების მსურველების მნიშვნელოვანი ნაწილები აღკვეთილ იქნა.“  ერდოღანმა ბოლოს ისიც დაამატა, რომ თურქეთის მიერ „ევფრატის ფარი“-ს და „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციებში ეროვნული წარმოების იარაღები იქნა გამოყენებული და ამ საკითხში ვინმეს დახმარება არ სჭირდებათ.



მსგავსი ინფორმაციები