ერდოღანი გაეროს დაფუძნების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით მესიჯს ავრცელებს

ერდოღანი გაეროს დაფუძნების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით მესიჯს ავრცელებს

1075229
ერდოღანი გაეროს დაფუძნების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით მესიჯს ავრცელებს

თურქეთის პრეზიდენტის პრეს ცენტრის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დაფუძნების 73 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური მესიჯი გაავრცელა. „73 წლის წინ ჩამოყალიბებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ერთ-ერთი მთავარი მისიაა,  უზრუნველყოს გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება რა, ამ თვალსაზრისით ორგანიზაციის რეფორმები აუცილებელია. თურქეთი როგორც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ წევრთაგან ერთ-ერთი, მას ჩამოყალიბების 73-ე წლისთავს ულოცავს და როგორც რეგიონისათვის ასევე კაცობრიობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და სასარგებლო ნაბიჯების გადადგმის თაობაზე წარმატებებს უსურვებს. დღეისათვის კაცობრიობა, კლიმატური ცვლილებების, ეთნიკური წმენდის, რასიზმის,  სხვადასხვა ინფექციების, ტერორიზმის და სხვა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ამ გლობალური პრობლემების წინაშე აფრიკის და აზიის ქვეყნებთან ერთად განვითარებადი ქვეყნებიც დიდი პრობლემებს განიცდიან. ამ საერთო პრობლემების მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით,  მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ორგანიზაციამ განიცადა გარკვეული  ხარვეზები, გაერო ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მდგრადი გადაწყვეტილებები კაცობრიობის საერთო საკითხებზე. გაერო, რომელიც 73 წლის წინ გლობალური მშვიდობის და უსაფრთხოების მიზნით ჩამოყალიბდა, უშიშროების საბჭოს გარკვეული რეფორმები ესაჭიროება. ადრე რუანდაში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, კოსოვოში და უკვე 8 წელია სირიაში მიმდინარე მკვლელობები იმაზე მიუთითებს, რომ უშიშროების საბჭომ მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა საჭიროებისამებრ არ შეასრულა. სირიაში და სხვა რეგიონებში მომხდარი სამოქალაქო ომების და დაპირისპირებების გამო ამჟამად თურქეთი ოთხ მილიონამდე ემიგრანტს მასპინძლობს და ამ პრობლემას ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა განიცდის. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ  მსოფლიო ხუთზე დიდია,“ ნათქვამია ერდოღანის მიერ გავრცელებულ მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები