გუშინ საპრეზიდენტო მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
ქალინმა დღის წესრიგი შეაფასა
თურქეთის პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა შეფასება მისცა რა საუდიელი ჟურნალისტის ჯამალ გაშოხის საკონსულოში მკვლელობის საქმეს, თქვა, რომ მიიღეს ყველანაირი აუცილებელი ზომები, რათა ძიება საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდეს.
ამის შესახებ მან გუშინ საღამოს, პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით გამართული საპრეზიდენტო კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
იგი შეეხო ერდოღანსა და ტრამპს შორის გუშინწინ გამართულ სატელეფონო საუბარსაც და აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას 17 სექტემბერს პუტინთან მიღწეული იდლიბის შეთანხმების გამო მადლობა გადაუხადა.
ქალინმა სირიის მენბიჩის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა და თქვა: "აშშ-ს ჩინოვნიკებმა პროცესის დაჩქარების მიზნით დაიწყეს აუცილებელი ზომების გატარება. გაზიანთეპში მიმდინარე თურქი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი ტრენინგები უახლოეს დღეებში დასრულდება და მენბიჩის გარშემო ერთობლივ საპატრულო სამუშაოებსაც დავიწყებთ“.
მსგავსი ინფორმაციები
ჰაქან ფიდანი სირიასთან და ღაზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს
ჰაქან ფიდანი სირიასთან და ღაზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს
იბრაჰიმ ქალინმა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განიხილა
იბრაჰიმ ქალინმა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განიხილა