ერდოღანი სახელმწიფო ჯილდოთი დააჯილდოვეს
ერდოღანი სახელმწიფო ჯილდოთი დააჯილდოვეს
![ერდოღანი სახელმწიფო ჯილდოთი დააჯილდოვეს](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/f508/5e4d/77c1/5bc828d5721c7.jpg?time=1737888286)
![moldova anlaşma.jpg](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/4217/59ee/e289/5bc8294f74353.jpg?time=1737888286)
ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში მყოფ თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ ქვეყნის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა. მოლდოვის პრეზიდენტ, იგორ დოდონიმ, თურქეთ-მოლდოვის მეგობრული ურთიერთობების და სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარების გამო პრეზიდენტ, ერდოღანს სახელმწიფო ჯილდო გადასცა. მოლდოვის პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „მოლდოვის პრეზიდენტის განკარგულებით, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეტანილი წვლილის გამო სახელმწიფო ჯილდო გადაეცა.“ განცხადებაში ასევე ერდოღანის ორი ქვეყნის ხალხების დაახლოებასთან დაკავშირებით გაწეულ საქმიანობებზეც არის ყურადღება გამახვილებული. სახელმწიფოს ჯილდო პირებს, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით და პრეზიდენტის განკარგულებით გადაეცემათ. ერდოღანის მოლდოვაში ვიზიტის დროს თურქეთ-მოლდოვას შორის ხუთ სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებაც გაფორმდა. შემდეგ ერდოღანმა და დოდონიმ თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, TIKA-ს მიერ რესტავრირებული პრეზიდენტის სასახლის გახსნაც განახორციელეს.