იზმირში ავარია განიცადა მიგრანტებით სავსე მანქანამ

დაიღუპა 19 არალეგალი

1068357
იზმირში ავარია განიცადა მიგრანტებით სავსე მანქანამ

 

იზმირში, მიგრანტებით სავსე სატვირთო ავტომანქანამ ავარია განიცადა, რის შედეგადაც, პირველადი ცნობებით 19 ადამიანი დაიღუპა და მათ შორის ბავშვებიც არიან.

საპატრულო პოლიციის განცხადებით, არალეგალებით სავსე ეს ავტომანქანა ქალაქ აიდინიდან იზმირისკენ მიდიოდა და მენდერესის რაიონში მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე რა, მდინარე დეგირმენჩაიში გადავარდა.

თვითმხილველების შეტყობინების კვალდაკვალ ავარიის ადგილს მივიდნენ პოლიციის, სასწრაფო დახმარების და ხანძარსაწინააღმდეგო ჯგუფები.

უცხოელი არალეგალები იზმირიდან საბერძნეთის კუნძულებზე და იქიდან ევროპაში  გადასვლას გეგმავდნენ



მსგავსი ინფორმაციები