ერდოღანმა მეოთხე საერთაშორისო უმაღლესი სასამართლო სამიტზე დამსწრე საზოგადოებას ვახშამზე უმასპინძლა

ერდოღანმა მეოთხე საერთაშორისო უმაღლესი სასამართლო სამიტზე დამსწრე საზოგადოებას ვახშამზე უმასპინძლა

1067862
ერდოღანმა მეოთხე  საერთაშორისო უმაღლესი სასამართლო სამიტზე დამსწრე საზოგადოებას ვახშამზე უმასპინძლა

თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ მეოთხე  საერთაშორისო უმაღლესი სასამართლო სამიტში მონაწილეს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს დოლმაბახჩეს მთავრობის ოფისში  ვახშამზე უმასპინძლა. პრეზიდენტმა აქ სიტყვით გამოსვლისას სამართალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განურჩევლად ერისა, რწმენისა და ფერისა ყველა ადამიანს სჭირდება სამართალი. „დღეისათვის ქვეყნის განვითარება მისი სამართლის სისტემით ისაზღვრება, ანუ სასამართლოს სისტემა თუ როგორ მუშაობს იმ ქვეყანაში. დედამიწაზე დღეისათვის სამწუხაროდ კიდევ მრავალი ტკივილია. ჯერ კიდევ გუშინ ბოსნიაში, მიანმარში, სირიაში ასი ათასობით და მილიონობით ადამიანი იქნა მოკლული მაგრამ  სამწუხაროდ მას არავინ აღუდგა წინ. მაშინ როდესაც მსოფლიოში ასეთი სიტუაციაა ვის შეუძლია სამართლის შესახებ ისაუბროს?  დასავლეთის ქვეყნების მიერ ნაგავში გადაყრილი საკვებით, აფრიკის ქვეყნებში მშიერი მოსახლეობის დაპურება შეიძლება. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ შეიძლება სამართალზე ვილაპარაკოთ? მხოლოდ მათი უსაფრთხოების მიზნით მიგრანტებისთვის და  გაჭირვებულებისთვის  საზღვრების ჩამკეტი ქვეყნების ასეთი ქცევის შემდეგ, როგორ შეიძლება სამართალზე საუბარი?“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გარეო-ს და სხვა მსგავსი დაწესებულებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსოფლიოში ადამიანების უსაფრთხოება და სამართალის დამყარებაა რა, ამ თვალსაზრისით გაფორმებული მრავალი მემორანდუმი არსებობს. მისივე თქმით, გაერო-ს ჩათვლის სხვა მსგავსი დაწესებულებების რეფორმები აუცილებელია.



მსგავსი ინფორმაციები