ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

იგი, ჯემალ ქაშიქჯის გაუჩინარების საკითხსაც შეეხო

1064007
ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის კოეფიციენტი სხვა მრავალ ქვეყანასთან შედარებით ძალიან კარგ მდგომარეობაშია. მან ამის შესახებ ანკარაში, ქიზილჯიჰამამში მიმდინარე, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP)  27-ე საკონსულტაციო და შეფასების შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებისას აღნიშნა. „დღეისათვის თურქეთს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება ნებისმიერ საკითხში არ ესაჭიროება. ეს როგორც საკრედიტო, ასევე ტექნიკურ დახმარებასაც შეეხება. თურქეთმა სსფ-ს რვეული სამუდამოდ დახურა,“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვას სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარებულ The Washington Post-ის მიმომხილველ, ჯამალ ქაშიქჯის  საკითხსაც შეეხო და დაამატა: „ჩემი მოლოდინი ჯერ კიდევ კეთილსინდისიერად რჩება, ვიმედოვნებ, რომ ჩვენთვის არასასურველ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებით, რომელსაც ჩვენ არ ვისურვებთ.“ მისივე თქმით, საკონსულოს შესვლის და გამოსვლის დეტალები მოწმდება და დროულად მიიღებენ საბოლოო შედეგს.



მსგავსი ინფორმაციები