ერდოღანი უნგრეთს ეწვევა

ვიზიტი 8-9 ოქტომბერს გაიმართება

1063553
ერდოღანი უნგრეთს ეწვევა

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, უნგრეთის პრეზიდენტის, იანოს ადერის მიწვევით 8-9 ოქტომბერს ამ ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა მისი თურქი კოლეგა რეჯეპ თაიპ ერდოღანი და ადერის გარდა მას პირისპირ მიღებას მოუწყობენ უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარე ლასლო კოვერი და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანი.

ამავე ცნობით მხარეები მოლაპარაკებების დროს განიხილავენ როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე პოლიტიკურ, სამხედრო, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკურ, კომერციულ, კულტურულ და სოციალურ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებსაც, ხოლო ამის პარალელურად ცალკე ყურადღებას დაუთმობენ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს და თურქეთ-უნგრეთს შორის არალეგალური მიგრაციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებსაც.

ერდოღანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის ბიზნეს ფორუმშიც, იტყობინება თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახური



მსგავსი ინფორმაციები