ბათმანში მომხდარი ტერაქტი მთავრობის წარმომადგენლებმა დაგმეს

აშშ-მ ბათმანში განხორციელებული ტერაქტი დაგმო

1062542
ბათმანში მომხდარი ტერაქტი მთავრობის წარმომადგენლებმა დაგმეს
abd beyaz saray.jpg

დღეს, თურქეთის ქალაქ,  ბათმანში განხორციელებული ტერაქტი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პარლამენტის თავჯდომარე, ბინალი ილდირიმმა, თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარმა და პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა დაგმეს. მათ განაცხადეს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უწყვეტლივ გრძელდება და ასე იქნება მომავალშიც სანამ ბოლო ტერორისტიც არ იქნება ლიკვიდირებული.

მეორეს მხრივ,  ბათმანში განხორციელებული ტერაქტი, რომლის დროსაც 7 თურქი სამხედრო დაიღუპა, აშშ-მაც  დაგმო. აშშ-ს საელჩომ ანკარაში, მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ბათმანში დღეს მომხდარ ტერაქტს მკაცრად ვგმობთ. ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს ვუცხადებთ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ტერ-ორგანიზაცია, PKK-მ თავდასხმები უნდა შეწყვიტოს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირე თურქეთის გვერდით ვართ.“ ქალაქ ბათმანის გერჯუშის რაიონში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში PKK-ს  ტერორისტების მიერ წინასწარ დანაღმული ბომბის აფეთქების შედეგად  7 ჯარისკაცი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები