ჩავუშოღლუმ პარკ სოკჰონი მიიღო
ჩავუშოღლუმ პარკ სოკჰონი მიიღო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფი თავისი კამბოჯელი კოლეგა, პარკ სოკჰონი მიიღო. პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ჩავუშოღლუმ, სოკჰონი ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს შესახებ გაფრთხილებები მისცა. თურქმა მინისტრმა თავისი კამბიჯელ კოლეგას მათ ქვეყანაში FETÖ/PDY-ს საქმიანობების შეჩერება მოსთხოვა. ერთობლივი პრესკონფერენციის დროს სოკჰანიმ განაცხადა, რომ ყოველგვარი ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგები არიან. მან ასევე დასძინა, რომ მომავალ წელს კამბოჯა თურქეთში საელჩოს გახსნის. მეორეს მხრივ შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა კამბოჯის პრემიერის თურქეთში განსახორციელებელი ვიზიტი. ჰუნ სენი თურქეთს თვის ბოლოს ეწვევა. პრესკონფერენციის დროს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯებიც განიხილეს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში თურქეთიდან კამბოჯის მიმართულებით პირდაპირი ფრენებიც დაინიშნება. შეხვედრაზე ორ ქვეყანის დიპლომატიურ აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.
მსგავსი ინფორმაციები

ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს