ერდოღანი AKP-ს ფრაქციის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ერდოღანი AKP-ს ფრაქციის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

1060835
ერდოღანი  AKP-ს  ფრაქციის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის გარეშე გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი რეგიონს სტაბილურობას ვერ მოუტანს. პრეზიდენტმა ამის შესახებ დღეს, პარლამენტში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ფრაქციის სხდომაზე  გამოსვლისას განაცხადა. ერდოღანი სიტყვით გამოსვლისას სირიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო და განაცხადა: „იდლიბის რეგიონში 10 სადამკვირვებლო პუნქტი ჩენს დაქვემდებარებაშია რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ჩვენ ყოველთვის ვიტყვით სიტყვას. ამიტომაა, რომ ხშირად ვაცხადებთ ‘მსოფლიო ხუთზე დიდი“-ა და ეს მსოფლიოს უნდა ვაღიარებინოთ.“ პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას თურქეთის, გერმანიის, საფრანგეთის და რუსეთის ლიდერებთან სტამბოლში გასამართი შეხვედრის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: „ამ შეხვედრაზე კოალიციის წევრებთან და რუსეთთან ერთად სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები უნდა განვიხილოთ. იდლიბის კრიზისი სხვანაირად რომ წარმართულიყო, 1 მილიონ ლტოლვილს ველოდით. დღემდე ჩვენ სირიის პოლიტიკასთან დაკავშირებით რა ნაბიჯიც გადავდგით ყველა სწორი გამოდგა. ღმერთის წყალობით ანალოგიური მოხდა,  იდლიბის საკითხთან დაკავშირებითაც.“ ერდოღანმა ფრაქციის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს მხრიდან სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა   PYD-YPG-ზე იარაღით დახმარების საკითხსაც შეეხო და მათი ასეთი ქმედება კიდევ ერთხელ დაგმო. პრეზიდენტმა ბოლოს გასულ კვირას გერმანიაში განხორციელებული ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ იგი ძალიან წარმატებით ჩაიარა რა, მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართეს.



მსგავსი ინფორმაციები