ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვახშამზე უმასპინძლა

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვახშამზე უმასპინძლა

1058945
ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვახშამზე უმასპინძლა
erdogan, steinmeier yemek3.jpg
erdogan, steinmeier yemek2.jpg
erdogan, steinmeier yemek1.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეუღლე ემინე ერდოღანთან ერთად  მის საპატივსაცემოდ პრეზიდენტ, შტაინმაიერის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო რა დროსაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია PKK-ს ათასობით წევრი გერმანიაში დათარეშობენ. ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას მის კოლეგა, შტაინმაიერის მხრიდან თურქეთში პატიმრობაში მყოფი ზოგიერთი პირების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ასე უპასუხა: „თურქეთი არ არის ვალდებული დაიცვას ტერორისტები. იმ შემთხვევაში თუ ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი კატეგორიის ადამიანი ტერორისტულ ქმედებებში იქნება მხილებული, სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს. დღეისათვის ჩვენი და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდანაც ტერ-ორგანიზაციად აღიარებული, PKK-ს ათასობით წევრი გერმანიაში თავისუფლად დათარეშობენ. ისინი ხანდახან გერმანიაში უზარმაზარ აქციებსაც კი მართავენ. სინამდვილეში კი ეს აკრძალულია. კარგით მაგრამ ამ ყველაფერს რატომ აძლევთ უფლებას? გარკვეულ საკითხებში ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა  შეიძლება  არსებობდეს მაგრამ, ამის წინა პლანზე წამოყენება ჩვენს ურთიერთობებს დააზიანებს.  ჩვენ ისტორიის მანძილზე მსგავსი საკითხები ერთობლივი მუშაობით ხშირად გადავლახეთ. მათ შორის სირიის  კრიზისის და არაკონტროლირებადი მიგრაციის საკითხებიც. როგორც იდლიბის საკითხში თურქეთი რეგიონიდან ახალი მიგრაციის და ჰუმანიტარული კრიზისი აღსაკვეთად დიდი ძალისხმევით მუშაობს,“ განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა   სიტყვით გამოსვლისას ბოლო დროს, ევროპაში რასიზმის და ისლამოფობიური გამოსვლების შესახებაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარებაშიც  გერმანიასთან ერთობლივად მუშაობისთვის მზად არიან.

ერდოღანმა გუშინ ბერლინში,  გერმანული ფირმების წარმომადგენლებთან  მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაც გამართა.



მსგავსი ინფორმაციები