ერდოღანმა ნიუ-იორკში ვიზიტი თურქ ჟურნალისტებთან შეაფასა
ერდოღანმა ნიუ-იორკში ვიზიტი თურქ ჟურნალისტებთან შეაფასა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-მ, სირიის საკითხთან დაკავშირებით დადებული პირობა არ შეასრულა. „აშშ-მ, მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით დადებული პირობა არ შეასრულა, რადგან სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა, PYD/YPG-ს რეგიონი ჯერ კიდევ არ დაუტოვებია. რეგიონის ნამდვილი მეპატრონეები იქ ჯერ კიდევ არ განთავსებულან. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ 90 დღიანი პერიოდი დაასახელა PYD/YPG-ს რეგიონიდან გაყვანის თაობაზე, დადებული პირობა არ შეასრულა. გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მონაწილეობის მიზნით, ნიუ-იორკში მყოფმა ერდოღანმა თურქ ჟურნალისტებთან ვიზიტი შეაფასა. პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას, 17 სექტემბერს სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ჩვენ ამ შეთანხმების გაფორმების დროს არასდროს გვიფიქრია თუ ამერიკის დამოკიდებულება რა იქნებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან ერთად ვიმოქმედეთ. რა თქმა უნდა ირანიც იყო ჩართული. ამ საკითში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სადამკვირვებლო პუნქტებს. 12 სადამკვირვებლო პუნქტს თურქეთი, 10-ს რუსეთი, ხოლო 6-ს ირანი განაგებს. ასევე მნიშვნელოვანი გახლდათ 15-20 კილომეტრიანი რადიუსის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადება. ჩვენი სურვილია ამ პროცესში რაიმე სახის პრობლემა არ შეიქმნას და სამომავლოდაც წარმატებით გაგრძელდეს. სირიაში რადიკალი დაჯგუფებების განიარაღებასთან დაკავშირებით სამუშაოებიც გრძელდება და ამაში დიდი პასუხისმგებლობა, ეროვნული დაზვერვის დეპარტამენტს აკისრია. ამჟამად სამუშაოები წარმატებით გრძელდება.“