პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა Reuters-ს ინტერვიუ მისცა

აშშ-ში მყოფმა პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ინგლისურ საინფორმაციოს სააგენტო Reuters-ს

1056954
პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა Reuters-ს ინტერვიუ მისცა

გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე დასასწრებად აშშ-ში მყოფმა პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ინგლისურ საინფორმაციოს სააგენტო Reuters-ს.

ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნოემბერში ამოქმედების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ერდოღანმა უპასუხა, რომ ხელისუფლება ნაბიჯებს ხალხის ინტერესების გათვალისწინებით დგამს და დაამატა: „ჩვენ (ირანისგან) გაზს თუ არ შევისყიდით, მე ხალხს რით გავათბობ. ამჟამად ჩემი ქვეყნის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 50%-ს რუსეთისგან დანარჩენს კი ირანისგან, ერაყისგან, აზერბაიჯანისგან ზოგჯერ ალჟირისგან ვიძენთ. იმ შემთხვევაში თუ მე ამას არ შევიძენ ზამთარში ჩემს ხალხს არ შეცივდება? ჩვენი მიზანი ჩვენი ხალხის ბედნიერება არ არის? ჩვენ ნაბიჯებს საკუთარი ნების შესაბამისად ვდგამთ. ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი ხალხის სიმშვიდე და ინტერესები დავიცვათ.“

თურქეთში მყოფი სირიელი დევნების საკითხზე დასმულ კითხვაზე კი ერდოღანმა აღნიშნა: „ისინი ჩვენი სტუმრები არიან. ისინი ასადის ძალადობას გამოექცნენ. ასადი ისევ ბომბებს ყრის. ეს სამიტები არომ არ ყოფილიყო, ეს ისევე გაგრძელდებოდა. გადადგმული ნაბიჯებით ჰორიზონტი გამოჩნდა. ამ ჰორიზონტზე სიმშვიდე და კეთილდღეობაა. ამ ნაბიჯებს რუსეთთან და ირანთან ერთად ვდგამთ.“

პრეზიდენტმა 17 სექტემბერს რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან სირიის იდლიბის რეგიონის „განიარაღებული ზონის“ თაობაზე მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და დასძინა: „იდლიბის ხალხის მოლოდინი იყო. 50-60 ათასი იდლიბელი (ქალაქში) დაბრუნდა, მათი მხარდაჭერითაც ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. შეიარაღებულმა ჯგუფებმა რეგიონიდან გასვლა დაიწყეს.“

 



მსგავსი ინფორმაციები