პრეზიდენტი ერდოღანი 27-29 სექტემბერს გერმანიას პირველი „სახელმწიფო ვიზიტით“ ეწვევა

პრეზიდენტი ერდოღანი გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის მიწვევით 27-29 სექტემბერს გერმანიას პირველი „სახელმწიფო ვიზიტით“ ეწვევა

1056498
პრეზიდენტი ერდოღანი 27-29 სექტემბერს გერმანიას პირველი „სახელმწიფო ვიზიტით“ ეწვევა

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი, გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის მიწვევით 27-29 სექტემბერს ამ ქვეყანას პირველი „სახელმწიფო ვიზიტით“ ეწვევა.

პრეზიდენტის პრესცენტრის ინფორმაციით, პრეზიდენტი ერდოღანი კოლეგა შტაინმაიერის გარდა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსაც შეხვდება.

შეხვედრებზე თურქეთსა და გერმანიას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, თავდაცვის, კულტურისა და სოციალურ სფეროებში თანამშრომლობა და გერმანიაში მცხოვრებ თურქულ საზოგადოებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული.

ამასთანავე, სირიის თაოსნობით რეგიონალურ და გლობალურ მოვლენებზე, ტერორიზმთან და არარეგულარულ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროებში თანამშრომლობაზე, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ორივე ქვეყნისათვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ.

ასევე დაგეგმილია პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტის ფარგლებში არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და თურქეთ-გერმანიის ბიზნეს საბჭოში წამყვანი გერმანული ფირმების ხელმძღვანელებთან შეხვედრა.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი დაესწრება ქალაქ კიოლნში რელიგიურ საქმეთა თურქული ისლამური გაერთიანების მეჩეთის გახსნის ცერემონიას და თურქული საზოგადოებების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

პრეზიდენტ ერდოღანის ეს ვიზიტი 7 წლის პაუზის შემდეგ თურქეთიდან გერმანიაში განსახორციელებელი პირველი „სახელმწიფო ვიზიტი“ იქნება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანია თურქეთის ნატო-ს მოკავშირე და წამყვანი ეკონომიკური პარტნიორია.

აქვე აღნიშნულია, რომ გერმანიაში მცხოვრები 3,5 მილიონიანი თურქული საზოგადოება მეგობრობის ხიდს ქმნის ორ ქვეყანას შორის.  



მსგავსი ინფორმაციები