ქურთი სეპარატისტების ლიკვიდირება გრძელდება

ბოლო 1 კვირაში კიდევ 62 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

1054738
ქურთი სეპარატისტების ლიკვიდირება გრძელდება

 

თურქეთის შეიარაღებული ძალები, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის, PKK-ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, კონკრეტულად კი ჩრდილოეთ ერაყში აგრძელებს.

გენშტაბის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ, თურქეთის გამანადგურებლებმა მორიგი საჰაერო რეიდი განახორციელეს  ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ავაშინ-ბასიანის, მეტინას, ზაპისა და გარას მაღალმთიანეთში, სადაც თავს აფარებენ ქურთი სეპარატისტების და ლიკვიდირებულ იქნა კიდევ 16 ტერორისტი.

ქვეყანის შიგნით მდებარე ჰათაის ოლქის ამანოსის მთებში წერტილოვანი დარტყმები განახორციელეს უპილოტო საფრენმა აპარატებმა და გადაკეტეს ჰათაიდან სირიის აფრინისკენ მიმავალი საიდუმლო გზები, რომლებსაც მხოლოდ ქურთი ტერორისტები იყენებენ.

მოკლედ, ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 27 ტერორისტი ქვეყნის შიგნით და 35 ტერორისტი კი ჩრდილოეთ ერაყში იქნა ლიკვიდირებული, იტყობინება გენშტაბი



მსგავსი ინფორმაციები