ჩავუშოღლუ: „იდლიბის საკითხთან დაკავშირებით ყველაზე ნათელ პოლიტიკას თურქეთი აწარმოებს“

ჩავუშოღლუ: „იდლიბის საკითხთან დაკავშირებით ყველაზე ნათელ პოლიტიკას თურქეთი აწარმოებს“

1050004
ჩავუშოღლუ: „იდლიბის საკითხთან დაკავშირებით ყველაზე ნათელ პოლიტიკას თურქეთი აწარმოებს“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ იდლიბის საკითხთან დაკავშირებით ყველაზე ნათელ და მყარ პოლიტიკას თურქეთი აწარმოებს. მისივე თქმით, თურქეთს სირიაში მშვიდობა და არსებული პრობლემების პოლიტიკური გზით მოგვარება სურს. მან ამის შესახებ, პაკისტანის დედაქალაქ,  ისლამაბადში თავის კოლეგა,  შაჰ მაჰმუდ ყურეიშისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.  „ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით ყველასთან  თანამშრომლობაზე მზად ვართ, მაგრამ ტერორიზმის მიზეზით სამოქალაქოების, ბავშვების, ქალების ერთდროულად მკვლელობა არაადამიანური ქმედებაა.  ამ  ფორმით მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებას ვერ შევძლებთ. თურქეთი სირიის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. სწორედ ამ თვალსაზრისით მომავალი კვირის ორშაბათ დღეს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პუტინთან შეხვედრას გამართავს,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ. ერდოღანმა და პუტინმა ისევ სირიის საკითხთან დაკავშირებით პირისპირ  შეხვედრა ბოლოს  7 სექტემბერს თეირანში გამართეს. სადაც თურქეთის, ირანის და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით სამთა სამიტიც გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები