ერდოღან-პუტინის მორიგი შეხვედრა 17 სექტემბერს სოჭში გაიმართება

ერდოღან-პუტინის მორიგი შეხვედრა 17 სექტემბერს სოჭში გაიმართება

1049639
ერდოღან-პუტინის მორიგი შეხვედრა 17 სექტემბერს სოჭში გაიმართება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 17 სექტემბერს რუსეთში ჩავა, სადაც პრეზიდენტ პუტინთან,  სოჭში პირისპირ შეხვედრას გამართავს. ერდოღანმა დღეს ანკარაში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) გაფართოებული საოლქო ხელმძღვანელებთან  შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას, სირიის იდლიბის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ საკითხის განსახილველად რუსეთში ჩავა და პუტინთან შეხვედრას გამართავს. ერდოღან-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური ვიზიტით, პაკისტანში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმაც თავის კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა. თურქმა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სირიის კრიზისთან დაკავშირებით ასტანის და ჟენევის პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს რა, ანკარა პრობლემის მხოლოდ პოლიტიკური გზით მოგვარების მომხრეა.



მსგავსი ინფორმაციები