თურქეთმა ლიბიაში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში ლიბიის ნავთობის ეროვნული ორგანიზაციაზე მომხდარი ტერაქტი დაგმო

1047132
თურქეთმა ლიბიაში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში ლიბიის ნავთობის ეროვნული ორგანიზაციაზე მომხდარი ტერაქტი დაგმო.

საგარეო საქმეთა სამინსიტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ლიბიის სტაბილურობისა და კეთილდღეობის კუთხით საკვანძო მნიშვნელობის მქონე ამ ორგანიზაციაზე მომხდარ აღნიშნულ ტერაქტს უმკაცრესად ვგმობთ... მწუხარებას გამოვთქვამთ ტერაქტის შედეგად დაღუპულების გამო, მეგობარ ლიბიის მთავრობასა და მოძმე ლიბიელ ხალს სამძიმარს ვუცხადებთ და დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში ნავთობის ეროვნულ ორგანიზაციაზე გუშინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების 2 თანამშრომელი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ლიბია , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები