ჰულუსი აქარი საბერძნეთს მადლობას უხდის

ჰულუსი აქარი საბერძნეთს მადლობას უხდის

1047048
ჰულუსი აქარი საბერძნეთს მადლობას უხდის

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი საბერძნეთის მხრიდან კვირა დღეს ორი თურქი ჯარისკაცის დაკავების და შემდეგ გათავისუფლების გამო,  მათ  მადლობას უხდის და ათენის მხრიდან ამდაგვარ გადაწყვეტილებას,  პოზიტიური და კონსტრუქციული მიდგომა და კეთილმეზობლური ურთიერთობების კარგი მაგალითი უწოდა. მან ამის შესახებ, ანკარაში, ავღანეთის საელჩოს მიერ დამოუკიდებლობის 99-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე მონაწილეობის დროს განაცხადა. ჰულუსი აქარს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ, საბერძნეთის საზღვართან მოვალეობის შემსრულებელი ორი თურქი ჯარისკაცის შეცდომით საბერძნეთში გადასვლის საკითხზე კითხვა დაუსვეს, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: „საზღვარზე არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით მოვალეობის შემსრულებელი ორი თურქი ჯარისკაცის შეცდომით საბერძნეთის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, ჩემ ბერძენ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი მქონდა, რის შემდეგაც უმოკლეს დროში თურქი ჯარისკაცები თურქულ მხარეს გადმოეცათ. ეს მათი პოზიტიური და კონსტრუქციული მიდგომა და კეთილმეზობლური ურთიერთობების კარგი მაგალითი გახლავთ. ამისათვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ“.



მსგავსი ინფორმაციები