ჩავუშოღლუ იზმირში შეხვდა კოჩიასს
ისინი საბერძნეთის საკონსულოს ხსნიან
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუ და მისი ბერძენი კოლეგა ნიკოს კოჩიასი, იზმირში მონაწილეობას იღებენ საბერძნეთის განახლებული გენერალური საკონსულოს რეზიდენციის გახსნის ცერემონიალში.
მანამდის ორი ქვეყნის მინისტრებმა პრესკონფერენცია გამართეს და თურქმა დიპლომატმა თქვა, რომ თურქეთი და საბერძნეთი არიან რეგიონის ის ქვეყნები, სადაც ერთმანეთში იკვეთება რეგიონალური ისტორია და გეოგრაფია და ამასთან ეს ორივე ქვეყნები, ორ დიდ კულტურას და ცივილიზაციას წარადგენენ.
"ორივე ქვეყანაში არსებობს ერთმანეთის კუთვნილი უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და კულტურული ღირსშესანიშნაობები, ამასთან ერთად ჩვენს ენებში შერეული არის 5 ათასამდე საერთო სიტყვაც და ეს ყველაფერი ჩვენს ხალხებს კიდევ უფრო აახლოებს. არის ისეთი დღეებიც, როდესაც ვერ ვაღწევთ შეთანხმებას, დროდადრო მშფოთვარე დღეებიც გაგვივლია, მაგრამ ყოველთვის ურთიერთთანამშრომლობით და დიალოგით მოგვიგვარებია ისინი. არც ჩვენს შორის არსებული უთანხმოებებია დასამალი“, განაცხადა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ათენის მხრიდან ფეტოელებისათვის თავშესაფრის მიცემა და მათი არ დაბრუნება თურქეთისათვის