ერდოღანი სიტყვით გამოვიდა თურქეთ-ყირგიზეთის ბიზნეს ფორუმზე
“მსოფლიო ვაჭრობაში დოლარის დომინირებას ბოლო უნდა მოეღოს“
პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მსოფლიო ვაჭრობაში დოლარის დომინირებას ბოლო უნდა მოეღოს.
ყირგიზეთში ოდიციალური ვიზიტით მყოფი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა თურქეთ-ყირგიზეთის ბიზნეს-ფორუმზე და თქვა, რომ ამჟამად ყირგიზეთთან წლიური ვაჭრობა 500 მლნ დოლარს შეადგენს, მაგრამ, ეს არ არის საკმარისი და უახლოეს ხანებში ეს ციფრი 1 მილიარდ დოლარამდე უნდა აიყვანონ.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრის წყალობით, ორივე ქვეყნის ბიზნესმენები ამ შეხვედრაზე ახალი პარტნიორების გამონახვას შეეცდებიან.
თურქი პრეზიდენტის აზრით, მსოფლიო ეკონომიკის სისტემა ახალი გამოცდისა და გამოწვევის პირისპირ დგას. "საერთაშორისო ვაჭრობის დოლარზე დამოკიდებულება დღითიდღე უფრო პრობლემური ხდება. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთში ვაჭრობა ეროვნული ვალუტებით, აი მაშინ, ნელ-ნელა დასრულდება დოლარის დომინირება მსოფლიო ვაჭრობაში", ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ ზოგიერთი ე.წ. მოკავშირე ქვეყნები დოლარის გამოყენებით და სხვა უსამართლო სანქციებით ცდილობენ თურქეთის დაჩოქებას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ახლაც ხელი მოეცარებათ.
მანვე აღნიშნა, რომ ზოგიერთი წრეები შეშფოთებულნი არიან რუსეთთან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის გარიგებით, მაგრამ, მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მდებარე თურქეთმა უნდა სრულყოს თავისი თავდაცვა და აქედან გამომდინარე საჭიროებს ასეთ იარაღს რა, ამის შესახებ არავისგან ნების აღებას არ საჭიროებენ.
ერდოღანმა ბოლოს მეგობარ ქვეყნებს მოუწოდათ, აკრძალონ თავიანთ ქვეყნებში ფეტოს საქმიანობები