თშძ ანტიტერორისტული ოპერაციების ანგარიშს აქვეყნებს

„ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ოპერაციის ფარგლებში ლიკვიდირებულ ტერორისტთა რიცხვი, 4573-მდე გაიზარდა

1041400
თშძ ანტიტერორისტული ოპერაციების ანგარიშს აქვეყნებს

თურქეთის შეიარაღებული ძალები როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვრებს გარეთ ანტიტერორისტულ ოპერაციებს მტკიცედ აგრძელებს. შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს წევრი 86 ტერორისტის ლიკვიდირება მოახდინა. ოპერაციების ფარგლებში ლიკვიდირებულ ტერორისტებს შორის 6 ლიდერთაგანია. თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაციების ფარგლებში დიდი რაოდენობით იარაღი, უკანონო სიგარეტი და ნარკოტიკებიც იქნა ამოღებული. მეორეს მხრივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე წლის 20 იანვარს დაწყებული „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ოპერაციის ფარგლებში ლიკვიდირებულ ტერორისტთა რიცხვი, 4573-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები