ანტიტერორისტული ოპერაციები ბათმანში გრძელდება

შეჰიდი გახდა 2 ჯარისკაცი

1040621
ანტიტერორისტული ოპერაციები ბათმანში გრძელდება

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრეს სამსახური იუწყება, რომ ბათმანის ოლქის ქოზლუქის რაიონში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

ამ ინფორმაციის თანახმად, თურქი ჯარისკაცები ხსენებულ რეგიონში განწმენდით სამუშაოებს ასრულებდნენ, როცა მათ მოულოდნელად თავს დაესხნენ პკკ-ას ტერორისტები და წარმოქმნილ შეტაკებაში მძიმედ დაიჭრა 2 ჯარისკაცი, რომლებიც საავადმყოფოში მიყვანამდის დაიღუპნენ.

“თურქმა ძალოვანებმა გაქცეული ტერორისტებიდან ერთის ლიკვიდირება შესძლეს, ხოლო დანარჩენების განეიტრალების მიზნით ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს“, აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები