ომერ ჩელიქმა მაკრონი გააკრიტიკა

ომერ ჩელიქმა მაკრონი გააკრიტიკა

1040287
ომერ ჩელიქმა მაკრონი გააკრიტიკა

თურქეთის მმართველი, სამართლიანობის და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი თურქეთის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. ჩელიქმა, მაკრონის თურქეთისადმი ასეთი მიდგომა ორიენტალისტურად შეაფასა. „ჩვენი სურვილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქეთის მიმართ ამგვარი მიდგომებისგან და ასვე ისლამის ტერორთან გაიგივებისგან თავი შეიკავოს, რადგან ასეთი მიდგომა მართლაც და სახიფათოა. მაკრონის განცხადება იმის თაობაზე რომ თურქეთი ანტი-ევროპულია ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თურქეთის მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო ბაზად  და ერთგვარ მიგრანტების ბანაკად გამოყენება არასწორი მიდგომაა, რადგან ჩვენი ქვეყანა ძლიერი, დემოკრატიული ევროპული ქვეყანაცაა. ნათლად მინდა განვაცხადო, რომ საფრანგეთი რაოდენ ევროპული ქვეყანაცაა, ანალოგიური ევროპული ქვეყანაა თურქეთიც. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებთ, რომ მაკრონი ამდაგვარ არასწორი განცხადებებისგან თავს შეიკავებ, რადგან ასეთი მიდგომა არავის სასიკეთოდ არ გამოდგება და არავის მოუტანს სარგებელს“, განაცხადა ომერ ჩელიქმა.



მსგავსი ინფორმაციები