აქარი: „მემბიჯში წინსვლა შეინიშნება“

აქარი: „მემბიჯში წინსვლა შეინიშნება“

1040317
აქარი: „მემბიჯში წინსვლა შეინიშნება“

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ სირიის მემბიჯის რეგიონში გარკვეული წინსვლა შეინიშნება. მან ამის შესახებ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში, ოფიცრების უმაღლესი წოდებებით დაწინაურების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აქარმა აღნიშნულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების ერთადერთი მთავარი მისია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა და ამ თვალსაზრისით ბოლო ტერორისტის ლიკვიდირებამდე მათ წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება. მინისტრმა სირიის ჩრდილოეთში 2016 წლის 24 აგვისტოს დაწყებული და წარმატებით დასრულებული „ევფრატის ფარი“-ს ოპერაციაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ტერ ორგანიზაცია, DEAŞ-ის წინააღმდეგ სახმელეთო ბრძოლა მხოლოდ თურქეთმა შესძლო, ხოლო დანარჩენები მხოლოდ საჰაერო ოპერაციებს აწარმოებდნენ რა, „ევფრატის ფარი“-ს ოპერაციის ფარგლებში 3000-მდე DEAŞ-ის წევრი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. ჰულუსი აქარმა ოფიცრების უმაღლესი წოდებებით დაწინაურების ცერემონიალზე, აფრინში ჩატარებულ „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციასაც შეეხო, რომელიც თურქეთმა მიმდინარე წლის 20 იანვარ დაიწყო, აღნიშნა, რომ ამ ოპერაციის ფარგლებში ტერ ორგანიზაცია PKK/PYD/YPG/KCK-ს წევრი 5000-მდე ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. იგი ბოლოს მემბიჯის საკითხსაც შეეხო რა დროსაც განაცხადა: „მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით თურქეთს მრავალი სამხედრო და პოლიტიკური სიტყვა მიეცა, მაგრამ არცერთი არ შესრულდა. დადებული პირობების შესასრულებლად შესაბამისი ნაბიჯები იდგმება. ჩვენ მოკავშირეებს ყოველთვის ვუცხადებთ, რომ აღნიშნული რეგიონი YPG-მ ანუ PKK-მ მთლიანად უნდა დატოვოს, რათა რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს. თურქეთი როგორც სირიის ასევე ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, მაგრამ ამ ქვეყნებიდან თურქეთის მიმართ შექმნილ ყოველგვარ საფრთხესაც შესაბამისად უპასუხებს“.



მსგავსი ინფორმაციები