ჰულუსი აქარმა 30 აგვისტოსთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა
ჰულუსი აქარმა 30 აგვისტოსთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა 30 აგვისტოს გამარჯვების და თურქეთის არმიის დღესთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა. აქარი თავის მესიჯში აცხადებს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ ბოლო ტერორისტის ლიკვიდირებამდის გაგრძელდება. „1071 წლის 26 აგვისტოს თურქ-სელჩუკების მხრიდან მანასკერტში (მალაზგირთი) ბიზანტიელების წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებით, ანატოლიის თურქების სამშობლოდ გადაქცევას და ასევე 1922 წლის 26 აგვისტოს დაწყებულ და 30 აგვისტოს გამარჯვებით დასრულებულ ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლის დღეს ყველას ვულოცავ. 30 აგვისტოს გამარჯვებით თურქეთმა მსოფლიოს განუცხადა, რომ ანატოლია მათი სამშობლო არის“. თავდაცვის მინისტრმა თავის მესიჯში ისიც აღნიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები სამშობლოს დასაცავად ყველაფერს აკეთებენ რა, ტერ ორგანიზაცია, FETÖ, PKK/KCK/PYD-YPG და DEAŞ-ის წევრი ბოლო ტერორისტის ლიკვიდირებამდე მათ წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება.
მსგავსი ინფორმაციები
ჰაქან ფიდანის შეფასება ისრაელ-ჰამასს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე
ჰაქან ფიდანის შეფასება ისრაელ-ჰამასს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე