ერდოღანმა 30 აგვისტოსთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა
ერდოღანმა 30 აგვისტოსთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა
1039685
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 30 აგვისტოს გამარჯვების და თურქეთის არმიის დღესთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც იგი აცხადებს, რომ თურქეთი, 2023 წლის მიზნებისთვის როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე რეგიონის მომავლისათვის მიმართულების მიმცემი გახდება. „ჩვენი ისტორიის ყოველ პერიოდში, ანუ როგორც წარსულში, დღეისათვისაც ვინც ჩვენზე იმედებს ამყარებს, მათი სახელით ბრძოლას-ძალისხმევას გავაგრძელებთ. მე მჯერა, რომ ამ თვალსაზრისით დღეისათვის მრავალ წარმატებას მივაღწიეთ. ვინც თურქეთს ენდობა, მათთან ერთად ახალ წარმატებებს კიდევ ერთად მივაღწევთ“, აცხადებს ერდოღანი 30 აგვისტოს გამარჯვების და თურქეთის არმიის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მესიჯში.