ჩავუშოღლუ ვენას მიემგზავრება
იგი მონაწილეობას ევროკავშირის მინისტერიალში
1039755
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, ამ უწყების ხელმძღვანელი მევლუთ ჩავუშოღლუ ავსტრიაში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 30-31 აგვისტოს შეკრებაში.
ევროკავშირის ამჟამინდელ როტაციულ თავჯდომარეს ავსტრია წარმოადგენს და ამიტომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ვენა უმასპინძლებს.
ამ შეხვედრის ფარგლებში თურქ დიპლომატს პირისპირი შეხვედრები ექნება ასევე თავის უცხოელ კოლეგებთან და საუბრის დროს თურქეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებების პროცესს და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის განცხადებაში