ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

განეიტრალებულია წითელი ბიულეტენით ძებნილი 1 ტერორისტი და 1 საველე მეთაური

1036281
ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

 

შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს წევრი, რომელიც წითელი ბიულეტენით იძებნებოდა, ნეიტრალიზებულია.

ამავე განცხადებით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიმდინარე საძიებო ოპერაციების დროს, თურქ ჯარისკაცებსა და ქურთ ტერორისტებს შორის შეტაკება წარმოიშვა გუმუშჰანეს ქურთუნის რაიონში და გაუვნებელყოფილ იქნა 2 ტერორისტი, რომელთაგან ერთი წითელი ბიულეტენით იძებნებოდა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, კიდევ 3 ტერორისტი ლიკვიდირებულ იქნა ჰაქქარის ოლქის იუქსეკოვას რაიონში, ხოლო ვანის ოლქის ბაშქალეს მახლობლად კი ცოცხლად იქნა აყვანილი პკკ-ას საველე მეთაური



მსგავსი ინფორმაციები