ვიცეპრეზიდენტმა ყურბან ბაირამობა მიულოცა ყველას

“თურქეთი აგრძელებს უსაფრთხო ნავსაყუდლად დარჩენას“

1035697
ვიცეპრეზიდენტმა ყურბან ბაირამობა მიულოცა ყველას

 

ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ დღეს დილით, საბაირამო ლოცვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თურქ ხალხს და მთელ მუსლიმანურ სამყაროს მიულოცა ყურბან ბაირამობა, ე.ი. მსხვერპლშეწირვის დღესასწაული და მთელს მსოფლიოს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა. "მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი ჩვენი რეგიონი, მეტად არასტაბილური და პრობლემური პერიოდის პროცესშია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თურქეთი აგრძელებს უსაფრთხო ნავსაყუდლად დარჩენას და ასეთად დარჩება მომავალშიც. ჩვენი სამშობლო ნებისმიერ პირობებში კიდევ უფრო გაძლიერდება და ასე გააგრძელებს თავის გზას", განაცხადა ვიცეპრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები