ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

ლიკვიდირებულია კიდევ 12 ტერორისტი

1034914
ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

 

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიაში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება და სიირტის ოლქის ფერვარის რაიონის იაზლიჯა-ჰერექოლის მაღალმთიანეთში და შირნაქის ჯუდის რეგიონში ხუთი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, ჩრდილოეთ ერაყის მთიან რეგიონშიც გრძელდება სეპარატისტების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციები და წუხელ, კანდილსა და მეტინას რეგიონებში განხორციელებული მორიგი საჰაერო კამპანიის დროს განადგურებულ იქნა ტერორისტების თავშესაფრები, სამხედრო პოზიციები და საწყობები, ხოლო ჰაქურქის, ზაპისა და გარას რეგიონებში ლიკვიდირებულ იქნა 7 ტერორისტი



მსგავსი ინფორმაციები